29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია გამოწვევაა მთლიანად რეგიონისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოების მთავარ პრობლემაზე — რუსულ ოკუპაციაზე და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის”,_ განაცხადა  მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან მადლობა გადაუხადა თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს ამ მიმართულებით გამოხატული მტკიცე პოზიციისთვის.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლი: ნიღბიანების მიერ წაყვანილი სადიგოვი გენერალურ პროკურატურაში იმყოფება
შემდეგი სტატიასასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების ნაწილი ხვალ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას