18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

„ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას. მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა“, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიგურამ მაჭარაშვილი: ევროპულ ღირებულებას აზიანებს სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატია
შემდეგი სტატიაზელენსკი: ვათანხმებთ საჭირო ვიზიტების გრაფიკს და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ველოდებით