მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ეუთო -ოდირის ყველა მოთხოვნა შესრულდება

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ეუთო -ოდირის ყველა მოთხოვნა შესრულდება. ეს პირობა კობახიძის წარმომადგენელმა ეუთოს გენერალური მდივნის თანდასწრებით დადო.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს რეკომენდაციებში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველთა დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების მოსყიდვა და საარჩევნო ძალადობა უნდა აღკვეთოს, თუმცა ამ დრომდე “ოცნებას” არცერთი ეს მოთხოვნა არ შეუსრულებია.

საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის ეუთო-სა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთო-სადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირ-ის მოწვევა, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოდირ-ის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს
შემდეგი სტატიაგლდანის მერვე მიკრორაიონში, 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა