32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

მაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს თურქეთში დაგეგმილ ღონისძიებაში – „მოკავშირეები ანკარაში“.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„2026 წლის 7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 36-ე სამიტს უმასპინძლებს
შემდეგი სტატიამოსკოვის მერი: რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა