მაკა ასათიანს აინტერესებს, რომელი მისამართიდან აპირებს ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” მართვას

ტელეკომპანია “მაესტროს” 25%-იანი წილის მფლობელი, მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ ტელევიზიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია მოვიდეს სტუმრის სტატუსით ამ შენობაში, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება.

გვენეტაძე აცხადებს, რომ შენობა არის მაკა ასათიანის საკუთრებაში და ის არ აპირებს, უკანონოდ დანიშნული ლევან გაჩეჩილაძისთვის შენობის დათმობას.

“მე შემიძლია გაგაცნოთ მაკა ასათიანის პოზიცია. მაკა ასათიანი შპს “სტუდია მაესტროს” 25%-იანი წილის მფლობელია. ჩვენი თვალსაზრისით, რომელიც არის სავსებით დასაბუთებული, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად. ვიდრე ეს რეგისტრაცია არ შეიცველება, ის არის შპს სტუდიას “მაესტროს” დირექტორი, თუმცა ძალიან გვაინტერესებს სად მიდის, საიდან უნდა უხელმძღვანელოს ტელეკომპანიას და დაასახელოს მისამართი. გვაინტერესებს, რა მისამართზე აპირებს განთავსებას და საიდან უნდა უხელმძღვანელოს კომპანიას, რადგან ეს შენობა არის მაკა ასათიანის საკუთრება და მისი კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებდა “მაესტრო” ამ შენობაში. მაკა ასათიანის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ მოსული დირექტორისთვის მისი საკუთრების დათმობას. სტუმრად ყველას მივიღებთ, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება, რადგან ჩვენი შენობაა”, – განაცხადა გვენეტაძემ

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე 2-3 კინკილა ხალხი გამოდის”
შემდეგი სტატია“საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო”