მაკა ასათიანმა ”მაესტროს” 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას გადაუფორმა

MAKA-ASATIANIტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემ, მაკა ასათიანმა 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას – ”მედია ფინანს გრუპს” გადაუფორმა, – ამის შესახებ მედია მაკა ასათიანის ადვოკატ გიორგი გვენეტაძეზე დაყდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მაკა ასათიანს ტელეკომპანია ”მაესტროში” საკუთარი წილი არ გაუყიდია.

”ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია ”მედია ფინანს გრუპი” არის მაკა ასთიანის კუთვლილი. თითონ არის ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და ერთადერთი დამფუძნებელი. მასზე გადააფორმა წილი თავისი წილი, რომელიც ”მაესტროში” ჰქონდა. წილი არ გაუყიდია, არამედ თავისივე კომპანიას გადასცა, კაპიტალში შეიტანა”, – განაცხადა გვენეტაძემ.

წყარო

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძის განცხადებით პარტიაში სააკაშვილის ,,ჩაჩოჩება” სურთ
შემდეგი სტატიაპრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა