მაკა ასათიანმა „მაესტროს” 25%-იანი წილი დათმო

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა თავისი კუთვნილი 25 % დათმო და მისი წილი მედიაჰოლდინგმა „იმედმა“ შეისყიდა. ამ ინფორმაციას მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე ადასტურებს. მისი თქმით აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ მაკა ასათიანმა დაკარგა საკონტროლო პაკეტი და გადაწყვეტილებებზე გავლენას ვეღარ ახდენდა, შესაბამისად მან წილის გასხვისება მიზანშეწონილად ჩათვალა.
„მაკა ასათიანი გადაიქცა მინორიტარ პარტნიორად, მან დაკარგა საკონტროლო პაკეტი და შესაბამისად ვერ ახდენდა ვერანაირ გავლენას გადაწყვეტილებებზე. დაკარგა ინტერესი წილის ქონის მიმართ და ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ გაასხვისოს წილი. მოლაპარაკებები ბატონ ირაკლი რუხაძესთან წარმოებდა. ამის შემდეგ მაკა ასათიანს ტელეკომპანიაში არანაირი წილი აღარ დარჩება“- განაცხადა გვენეტაძემ.

მედიაჰოლდინგმა „იმედმა” ტელეკომპანია „მაესტროს” შესყიდვის შესახებ გუშინ განაცხადა. რაც ეხება „ჯი-დი-ესს”, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვს
შემდეგი სტატიაიაშვილის სახელობის საავადმყოფო ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს