23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მაიზერ ხვარეშია იმერეთის პოლიციის უფროსად დანიშნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მაიზერ ხვარეშიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

banner
წინა სტატიაშიგეგელია: დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ დასტური, რომ აშშ ელის კონკრეტულ შეთავაზებას
შემდეგი სტატია“სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებზე სრული სიჩუმეა, შესაძლოა დაბლოკვა მიდის”- პაატა დავითაია