მაისში ყველაზე მეტად ისევ ზეთი გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 42.7 პროცენტით, ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 13.7 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 7.6 პროცენტით მოიმატა, ხოლო ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 6.0 პროცენტით. პურისა და პურ-პროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 5.8 პროცენტით არის გაზრდილი.

ამასთან, 23.3 პროცენტით ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე 20.9 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი.

banner
წინა სტატიაშიდენის შმიგალი – დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი