მაისის თვეში 19 მოქალაქე დააკავეს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი საზღვრის დარღვევებთან დაკავშირებით სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების მონაცემებით, მაისის თვეში 19 მოქალაქე დააკავეს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო, 16 მოქალაქე კი – სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გამო.
“დამრღვევების მიმართ პროცესუალური მოქმედებების შედეგად გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული ზომები და ჩაუტარდათ ახსნა-განმარტებები. ამის შედეგად 24 ადამიანი დაჯარიმდა, სამის მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გაძევების განაჩენით, 5 კი გაფრთხილება მისცეს” – წერია უწყების მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. უშიშროების კომიტეტი წერს, რომ რუსეთთან საზღვრის დამრღვევთა შორის იყვნენ უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ბოტების” აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია