“მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ” თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა

მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ თსუ საგამოცდო ცენტრი დაიკვა. სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებს ბლოკირებული აქვთ ყველა შესასვლელი. ამ წუთებში დაცვის სამსახური მათთან მოლაპარაკებას ცდილობს.

ისინი სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ პროტესტს და ამბობენ, რომ სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საგამოცდო პროცესი უნდა შეფერხდეს:

“ვიკავებთ თსუ-ის საგამოცდო ცენტრს ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე. დღეს საუნივერსიტეტო ფუნქციონირება გადის საგამოცდო ცენტრზე. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური ცხოვრება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზი არის სწორედ საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება. რამაც ათასობით სტუდენტი დააყენა მაღალი გადასახადის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების წინაშე.”- ამბობენ სტუდენტები.

ავტორი: აკო ქიქავა

 

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი რუხაძეზე: ნაცებთან მისი “მტრობის” თემაც აბსოლუტურად მოგონილია, თავისი აღვირახსნილი მოღვაწეობის გასაპრავებლად
შემდეგი სტატია“ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი… სანქციები მოდის”- უილსონი