“მაინტერესებს რატომ არის დამალული შს მინისტრი” – ელისო კილაძე

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე განხორციელებული თავდასხმის შემკვეთად გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ასახელებს.

კილაძე შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. კილაძისთვის გაუგებარია, რატომ არ გაკეთდა განცხადება შს მინისტრის მხრიდან.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქმედება მომხდარ ფაქტზე, დროული და ადეკვატური უნდა იყოს, რაც მისი თქმით, გოგაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასა და მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით უნდა გამოიხატოს.

„ძალიან მაინტერესებს, რატომ არის დამალული შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა ქვეყანაში მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი და რატომ არ აკეთებს ის კომენტარებს. იმედია არ თვლის, რომ ეს სპექტაკლია ან სპექტაკლის რომელიმე მორიგი სერია. ველოდები მთავრობის რეაქციას იმ განცხადებებზე, რაც ჩემი მხრიდან გაკეთდა გუშინ. ველოდები იმას, რომ გოგაშვილი თანამდებობას დატოვებს და არა მხოლოდ დატოვებს, არამედ ის იქნება მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

მედიკოსთა ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ორი ნიღბიანი ახალგაზრდა საკუთარ სახლთან გუშინ სასტიკად გაუსწორდა.

banner
წინა სტატიაში6 აპრილს გურამ რჩეულიშვილს სავარაუდოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატია“დეე მაპატიე ამჯერად ვერ გიშველე…”- მიშა სულუხიას დედა გარდაიცვალა