“მაინტერესებს, რამდენად შეძლებს შალვა თადუმაძე, მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში იყოს აპოლიტიკური” – ჯანეზაშვილი

მაინტერესებს, რამდენად შეძლებს შალვა თადუმაძე, მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში იყოს აპოლიტიკური- ჯანეზაშვილი ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალურ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთანგასაუბრების დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩემთვის საინტერესოა, რას მიიჩნევს შალვა თადუმაძე წარმატებად, რაც გენერალური პროკურორია. რას ფიქრობს იმ გაჭიანურებულ გამოძიებაზე, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ჩემთვის ასევე საინტერესოა ის, რომ შალვა თადუმაძეს განაცხადის ფორმაში რეკომენდატორებად მითითებული ჰყავს პარლამენტის მოქმედი დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც ჩანს, წარსულში აკავშირებდა გარკვეული სამსახურებრივი ურთიერთობა ამ ადამიანებთან. ჩემი კითხვა, სწორედ ამას უკავშირდება, რამდენად შეიძლება აპოლიტიკური იყოს ის მოსამართლე, რომელსაც რეკომენდაციას უწევს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ასევე პარლამენტის ორი წევრი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრები ამ დროისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ. ​

banner
წინა სტატიაშიხობის რაიონში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
შემდეგი სტატია“გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებას ექვემდებარება, საერთო წესით, ძალაში არ შედის” – გვარამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე