,,მე მაინც წავალ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, დაველაპარაკები”

„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოების თაობაზე, რომლის მიხედვით, კერძო ინიციატივით კრემლთან მოლაპარაკებები სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს, ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე „პოლიტიკურ სიბრიყვეს“ უწოდებს და პარტიის ყოფილი ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი სიბრიყვე ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ისე, „თავისუფალი დემოკრატები“ რომელი პარტიაა? ყველა ლიდერი რომ სადღაც გადანაწილდა? გარდა ამისა, ერთი რამეც მინდა გაგახსენოთ, „თავისუფალი დემორკატების“ ლიდერის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გაკეთებულმა განცხადებამ რაკეტსაწინაარმდეგო სისტემებთან დაკავშირებით, დააჩქარა რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ის აცხადებს, რომ რაც შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს, ის რუსეთში მაინც ჩავა თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.

„სიბრიყვე და მეტი არაფერი, დემოკრატიულ სახელმწიფოში უკარნახო პოლიტიკურ ლიდერს, სად წავიდეს და ვის ელაპარაკოს. მე მაინც წავალ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, დაველაპარაკები, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დამსაჯონ, მომავალი თაობები გაარკვევენ, ვინ რას აკეთებს ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ქაცარავას ინფორმაციით, ცოცხალი ჯაჭვის საპასუხოდ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ბაზიდან გამოიყვანეს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა
შემდეგი სტატია,,რუსეთის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინა”