მაინც გამრიცხავენ, აქ საუბარია ვინ ვის დაასწრებს – გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ფოფხაძემ მიზეზები განმარტა და თქვა, რომ მისი და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს დღითიდღე შორდება.

ფოფხაძე ამბობს, რომ სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნების” რიგები დატოვოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად რომ არ მიიღოს, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ.

“ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს – ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უკვე უმრავლესობის სხდომებზე.

“ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის ფორმალური ნაწილი, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეგობრებთან ერთად უნდა გადავწყვიტო.

მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. ეს არის ფორმალური ნაწილი. მე იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება ბოლომდე შევჯერდეთ და იმედი მაქვს, ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, ძალიან უღირსად მოიქცნენ მაშინ დათოსთან მიმართებაში,“-აცხადებს ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაში,,დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი მომართვიანობით”
შემდეგი სტატიაოკუნავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ