“მაინ კამპფი” უკანასკნელი 70 წლის მანძილზე პირველად დაიბეჭდა გერმანიაში

გერმანიაში მოიხსნა აკრძალვა ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნის “Mein kampf”-ის გამოცემაზე. 1 იანვრიდან ნაშრომი ისევ გაყიდვაში გავიდა, ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
Mein kampf”-ის ახალი გამოცემა 59 ევრო ღირს და დაახლოებით 2 ათასი გვერდია. ის მიუნჰენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტმა გამოსცა და თან ერთვის მკვლევარების კომენტარები, ასევე ნაცისტური ლიდერის შესახებ ანალიზი, რომელიც, მეცნიერების თქმით, მნიშვნელოვანი ისტორიული და საგანმანათლებლო ინსტრუმენტია.
გერმანიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა იოზეფ კრაუსმა Mein kampf”-ის გამოცემა დადებითად შეაფასა. მისი აზრით, სამეცნიერო კომენტარები, რომელიც უხვად არის წიგნში, მკითხველს “მუქ მითს” გაუქრობს. “ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მაჩვენებს: რაც აკრძალულია, ის საინტერესო ხდება”, ამბობს კრაუსი, რომლის თქმითაც ჰიტლერის ნაშრომი დემისტიფიცირებული გახდება.

Mein kampf”–ს საავტორო უფლება 70 წლის მანძილზე ბავარიის მთავრობას ჰქონდა, რომელიც არავის აძლევდა მისი დაბეჭდვის ნებართვას. პირველ იანვარს წიგნი საზოგადოების საკუთრება გახდა.
ჰიტლერმა წიგნი 1924 წელს დაწერა ციხეში ყოფნისას. ის მასში ნაციონალ-სოციალიზმის იდეებზე საუბრობს. წიგნი პირველად 1925 წელს გამოვიდა. 8 წლის შემდეგ კი, როცა ჰიტლერი უკვე ხელისუფლებაში იყო, წიგნი ყველაზე ტირაჟირებადი გახდა, მისი წაკითხვა კი – აუცილებელი.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლე პენი და მამამისი ფინანსური პროკურატურის გამოძიების ფიგურანტები გახდნენ
შემდეგი სტატიაანასტასია ზაუტაშვილის შვილი ეკა ბესელიასთვის და მანანა კობახიძესთვის ფულის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს