“მაიმუნის ყვავილი” შესაძლოა, საქართველოშიც გავრცელდეს. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ვირუსის ახალი შტამი ლეტალობის უფრო მაღალი ალბათობით ხასიათდება, ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა კი მსოფლიოში არ არსებობს.
ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ ვირუსისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალება დისტანციაა, განსაკუთრებით მოგზაურობის პერიოდში. მედიკოსების თქმით, დაავადების კლინიკური ნიშნები იციან, თუმცა დაავადებასთან ბრძოლის გამოცდილება არ აქვთ.
,,რა თქმა უნდა საფრთხე იმისა, რომ შემოვა ეს ვირუსი ჩვენთან არსებობს. კერძოდ, ის მიგრაცია, რაც ხდება მთელ მსოფლიოში ჩვენც დავდივართ, შემოდიან უამრავი ტურისტები,ამ საფრთხეს ალბათ თავიდან ვერ ავიცილებთ. ერთი კარგი თვისება, თუ შეიძლება ითქვას, ეს ვირუსი არ არის ჰაეროვანი, ეს არის წვეთოვანი ვირუსი და გადამდები არის მისი ბიოლოგიური სითხეები. ამიტომ თავდაცვის, საშუალება კიდევ და კიდევ არის დისტანცია და დაცული ურთიერთობა უცნობ ადამიანებთან. რაც შეეხება მედპერსონალს, ჩვენ დაახლოებით, ვიცით მისი კლინიკური ნიშნები გამოცდილება ამ დაავადებასთან არ გვაქვს – ამბობს მაია ზალდასტანაშვილი.
ვირუსი აფრიკის კონტინენტს გასცდა და ევროპაშიც დაფიქსირდა. მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში არ არსებობს.