მაიკლ პომპეო და კიმ ჩენ ინი აშშ-ჩრდილოეთ კორეის მეორე სამიტზე შეთანხმდნენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კვირას, 7 ოქტომბერს ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ორსაათიანი მოლაპარაკებები აწარმოა. როგორც პომპეომ “ტვიტერში” აღნიშნა, მხარეებს მოლაპარაკებების შედეგების რეალიზაციის კუთხით, რომელსაც ხელი სინგაპურში მოეწერა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე, პროგრესი აქვთ. გარდა ამისა, პომპეო კიმს მეორე შეხვედრაზე შეუთანხმდა – სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჩჟე ინის პრეს-სამსახურმა გაავრცელა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ფხენიანიდან სეულს ესტუმრა. შეხვედრის დრო და ადგილი, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. პომპეომ ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი ვიზიტი დაახასიათა, როგორც წარმატებული – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის პრეზიდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
შემდეგი სტატიააფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი გაათავისუფლეს