ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას „არ დაუწყია“ ეს ომი, – ასე მიმართავს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.
„ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას „არ დაუწყია“ ეს ომი. რუსეთმა განახორციელა არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა, რომელსაც ასობით ათასი სიცოცხლე შეეწირა. მშვიდობისკენ გზა აგებული უნდა იყოს ჭეშმარიტებაზე“, – წერს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მაიკ პენსმა X-ზე დაწერილ სტატუსთან ერთად გააზიარა „ფოქს ნიუსის“ ბმული, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლითაა დათარიღებული. ამ დღეს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.