მაიკლ კარპენტერი : ჩვენ უკვე 10 წელია, ვაწვდით შეიარაღებას საქართველოს და ასევე გავაგრძელებთ

რა თქმა უნდა ჩვენ ვაწვდით საქართველოს სამხედრო შეიარაღებას, თანამედროვე შეიარაღებას,-განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა ჟურნალისტების კითხვაზე – დაეხმარება თუ არა და მიაწვდის თუ არა აშშ შეიარაღებას საქართველოს?

როგორც კარპენტერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ამერიკული მხარე ტრენინგზეა ორიენტირებული, თუმცა საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას კვლავაც გააგრძელებს.

“რა თქმა უნდა ჩვენ ვაწვდით საქართველოს სამხედრო შეიარაღებას, თანამედროვე შეიარაღებას. სხვა დახმარებას ვუწევთ ძირითადად ახლა, ტრენინგზე ვართ ორიენტირებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამხედროებისთვის. ჩვენ უკვე 10 წელია ვაწვდით შეიარაღებას საქართველოს და ასევე გავაგრძელებთ ” – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი გაფორმდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : მიხარია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ყავს ისეთი დირექტორი, როგორიც გიორგი კეკელიძეა