მაიკლ ჯექსონმა ახალი ფინანსური რეკორდი დაამყარა

33ამერიკელმა მუსიკოსმა მაიკლ ჯექსონმა, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა, ცოცხალ და გარდაცვლილ მსახიობებს შორის ახალი ფინანსური რეკორდი დაამყარა -წერს  Forbes-ი. 2015 წლის შუა რიცხვებიდან მომღერალმა 825 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 750 მილიონი დოლარი The Beatles-ის სიმღერების კატალოგის საავტორო უფლებების გაყიდვამ მოუტანა, რომელიც ჯექსონს ეკუთვნოდა. შეთანხმება მარტში შედგა.

მეორე ადგილზე მხატვარი ჩარლზ შულცი გავიდა, კომიქ Peanuts-ის ავტორი, სადაც მოთხრობილია ბიჭუნა ჩარლი ბრაუნისა და მისი ძაღლის სნუპის ისტორია. კომიქსი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულად ითვლება. მის მიხედვით გადაღებულია ნახატი ფილმიც. შულცი 2000 წელს გარდაიცვალა. მისმა შემოსავალმა 48 მილიონი დოლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა სიას ასაჯაროებს
შემდეგი სტატიასავჩენკომ რუსეთს მოუწოდა ცივილიზებულ ადამიანებს მოუსმინოს