მაიკლ ჯექსონი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ Forbes-ის რეიტინგის ლიდერია

მაიკლ ჯექსონი Forbes-ის ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი სახეების რეიტინგის ლიდერია – მან ელვის პრესლიზე ათჯერ მეტი გამოიმუშავა, რომელიც, თავის მხრივ, მეორე ადგილზეა.
ჟურნალის მონაცემებით, 2009 წელს გარდაცვლილმა მუსიკოსმა მიმდინარე წელს 400 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ელვის პრესლიმ – 40 მილიონი. სულ რეიტინგის პირველ ხუთეულში ყველა მუსიკოსი და მომღერალი მოხვდა – “ბიბისი” წერს.
ჯექსონის მემკვიდრეებმა მუსიკალური გამომცემლობა EMI Music Publishing-ისგან მიიღეს გაყიდვების წილი.
მესამე ადგილზეა არნოლდ პალმერი. გასულ წელს Molson Coors-მა სასმელი Arnold Palmer-ი გამოუშვა, რომლის გაყიდვებმა 35 მილიონი დოლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო სტრატეგია – „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრებს იწყებენ
შემდეგი სტატიადაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნები – ლაშა გოგიასთან და გია გულორდავასთან ადვოკატები იმყოფებიან