აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ფლორიდელ კონგრესმენ მაიკ ვოლცს თავის ახალ ადმინისტრაციაში დანიშნავს.
უოლცი აშშ-ის ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკია და ჩინეთის კრიტიკით გამოირჩევა. ის თვლის, რომ აშშ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სავარაუდო კონფლიქტისთვის უნდა ემზადებოდეს.
2020 წელს ვოლცმა, კიდევ 12 კონგრესმენთან ერთად, ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი “პუტინის ახლო მოკავშირედ” არის დახასიათებული
უოლცი პასუხისმგებელი იქნება ტრამპის ინფორმირებაზე უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი 2021 წლეს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას აკრიტიკებდა. ის დადებითად აფასებს ტრამპის მოსვლას და თვლის, რომ ის პენტაგონში არსებულ სიტუაციას შეცვლის.