მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობს

მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქტივისტები რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ და ცოცხალ ჯაჭვს ოპერიდან ფილარმონიამდე გააკეთებენ.

აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ეს არის მშვიდობიანი შეკრება და სახელმწიფო მდივნის მისალმება.

“ეს დაპირისპირება დიდხანს ვერ გაგრძელდება და თუ გაგრძელდება, რეჟიმის მარცხით დასრულდება.

ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, აქციებს სხვადასხვა ფორმით გავაგრძელებთ, საერთშორისო რეზონანსი სულ უფრო და უფრო მაღალი იქნება ამ აქციების მიმართ და როდესაც გვექნება შესაძლებლობა სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, გარწმუნებთ არავის ქუჩაში არ გამოვა გასაპროტესტებლად.

დღავანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უდიდესი ნაწილი საერთაშორისო მედიისა იმყოფება თბილისში და ეს ამ აციების ცხოვრებას აადვილებს, რომ საერთშორისო დონეზე შენი ხმა უკეთ ისმის,”-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.

“პრობლემა ინფორმაციის პომპეოს ნამდვილად არ აქვს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ჩვენ პირდისპირ შეხვედრის საშუალება რომ გვქონოდა, თუმცა პროგრამები სხვადასხვაგვარად იგეგმება, ამის პრობლემა ნამდვოლად არ არის. სამოქალაქო საზოგადოება ისაუბრებს როგორც სასამართლოს, პოლიტიკური დევნის, ასევე არჩევნების გაყალბების ფაქტებზე. ყველაზე მძლავრი პოზიციაა, ის, რაც ხდება დღეს ქალაქში, როდესაც მოქალაქეები აწვდიან ხმას პომპეოს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი არჩევნებისთვის,”- აცახდებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ელენე ხოშტარია.

აქციაზე მყოფი პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერის თქმით, დემონსტრაციის მიზანია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ნახოს რომ ქვეყანაში არაორდინალური სიტუაციაა.

“მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა იყოს ამ ვიზიტის მთავარი მიზანი და მეორე ის რომ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში არ არის ორდინალური სიტუაცია. ცოტა ხნის წინ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ხელისუფლებამ იმ მასშტაბით გააყალბა, რომ მეორე ტურებს აზრი დაუკარგა და გვინდა, რომ ეს გზავნილი მიეწოდოს სახელმწიფო მდივანს,”- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ამბობს რომ ქვეყანაში კრიზისია და არ აპირებს შეეგუოს ჩატარებულ არჩევნებს.

“ქვეყანაში არის კრიზისი, არ ვეგუებით, გაყალბებულ, საძაგელ არჩევნების. გვინდა რომ საქართველოში ტარდებოდეს წესიერი, პატიოსანი არჩევნები და პარლამენტი იკრიბებოდეს წესიერი არჩევნები შედეგად და არა ისეთი არჩევნების, რომელიც ორი კვირის წინ ჩატარდა,”- აცხადებს პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : ასეთი სანახაობრივი აქცია დიდი ხანია, თბილისს არ ახსოვს
შემდეგი სტატიანებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის მომხრეა, პოლიტიკური პროცესი იყოს არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში, მაგრამ ამ შემთხვევაში, შიდა კონტექსტი პარლამენტში მუშაობას შეუძლებელს ხდის