მაიკ პომპეო გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ვიზიტს დღეს დაასრულებს, რის შემდეგაც ისრაელში გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო : მაიკ პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო მდებარეობდა
შემდეგი სტატიავეცდებით დავანახოთ ჩვენი პროტესტი – ოპოზიცია პომპეოს დასახვედრად აქციისთვის ემზადება