მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

პროტოკოლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისთვის სულ 35 წუთია განკუთვნილი.

აღნიშნული შეხვედრა თავდაპირველად ჩანიშნული არ იყო და სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგში მოგვიანებით შევიდა.

რაც შეხება განსახილველ საკითხთა ოფიციალურ ჩამონათვალს, ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს არის ძირითადად მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და დატოვებს საქართველოს.

მაიკ პომპეო საქართველოს გუშინ ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: აქციები გაგრძელდება, სანამ თვალი თვალს არ გაუსწორდება
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია