მაიკ პენსი:ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოში მომავლინა მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობის, დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოში მომავლინა მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობის, დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის – ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა.

„ნება მომეცით, გადმოგცეთ მოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტისგან. მან მომავლინა აქ ძალიან მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის – ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში“,-აღნშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც მაიკ პენსმა აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მიეცა კიდევ ერთხელ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის საშუალება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან, მაიასთან და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება. ჩემთვის პირადად და პრეზიდენტისთვის დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა თეთრ სახლში. მადლობას მოგახსენებთ გულთბილი დახვედრისთვის, იმ სითბოსთვის, რომლითაც თქვენ გვმასპინძლობთ მე და ჩემს მეუღლეს, კერენს, თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში. განსაკუთრებით მადლობელი ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ ერთობლივი ოპერაციების ფარგლებში“-,განახცადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში„ჩაკრულო“ გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ოფიციალურ ვახშამზე
შემდეგი სტატიამაკკეინის მუქარა: პუტინს მაინც ვაზღვევინებთ