მაიკ პენსი – რუსეთის ქმედებებს ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტსა და პრეზიდენტის მყარ პოზიციას

რუსეთის ქმედებებს ჩვენ ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტს, პრეზიდენტის მყარ პოზიციას, რომელიც ეხება ჩვენს მტკიცე ღირებულებებს და დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ უკეთეს ურთიერთობებს, გვექნება უკეთესი მომავალი და უფრო მშვიდობიანი მსოფლიო, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპი აუხლოეს პერიოდში ხელს მოაწერს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა, თავისებურად შეშფოთებულები ვიყავით და მოვისმინეთ შეშფოთება კონგრესის მხრიდან, რომ მოქნილობის ტრადიციული ელემენტები არ იყო ჩადებული, რადგან ეს გახლავთ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება. თუმცაღა, გაიარა რა წარმომადგენელთა პალატა, უფრო დაიხვეწა აღნიშნული კანონპროექტი და ჩვენი აზრით, მოცემული კანონპროექტი არა მხოლოდ კანონის სახეს შესძენს სანქციებს რუსეთის წინაღმდეგ, რომელსაც ჩვენი ადმინისტრაცია მხარს უჭერს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულს და აშშ-ის პრეზიდენტს და სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს შესაძლებლობას და მოქნილობის საშუალებას წარმართოს ამერიკის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პენსმა.

მისივე თქმით, სანქციების პაკეტზე პრეზიდენტისა და კონგრესის ხელმოწერა შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრეზიდენტიც და კონგრესიც ერთიანი პოზიციით გამოდიან.

„ის საკითხები, რომლებზეც პრეზიდენტმა ვარშავაში ნათლად განაცხადა, შესულია ამ დოკუმენტის ჩარჩოებში, მაგრამ რუსეთი კვლავ აგრძელებს ასეთი ტერორიზმის მხარდაჭერი სახელმწიფოების მხარდაჭერას“,- აღნიშნა მაიკ პენსმა.

.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პენსი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მალე საკანონმდებლო სახე ექნება
შემდეგი სტატია“მტკიცედ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მისწრაფებას ნატოს წევრობისადმი“ – მაიკ პენსი