მაიკ პენსი: მოსკოვი ჩერნოგორიის პრემიერის მოკვლას ცდილობდა

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ჩერნოგორიაში (მონტენეგრო) გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ ხალხსა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ნატოს წევრობისთვის გამოჩენილი სიმტკიცის გამო.


პენსი, ჩერნიგორიაში ასევე ძალიან კრიტიკული იყო და მწვავე განცხდადებებით გამოვიდა რუსეთის ხელისუფლებისა და მისი ბალკანური პოლიტიკის მიმართ.
,,აქ, დასავლეთ ბალკანეთში, რუსეთი ცდილობდა დესტაბილიზაცია მოეხდინა რეგიონის, დაერღვია დემოკრატია და მოეხდინა თქვენი გაყოფა. გასულ წელს კი, მოსკოვის აგენტები, ცდილობდნენ თავს დასხმოდნენ პარლამენტს და მოეკლათ პრემიერი. ყველაფერი ეს კი იმისთვის კეთდებოდა, რომ გადაერწმუნებინათ ჩერნიგორიელი ხალხი ნატოს წევრობაზე,,- განაცხადა მაიკ პენსმა.

banner
წინა სტატიაშიკიევში ქართული წარმოშობის რუსი კანონიერი ქურდი დააკავეს
შემდეგი სტატიამედვედევი: იმედები დასრულდა-აშშ სავაჭრო ომს გვიცხადებს