მაიდნის ორი წლისთავის აღნიშვნას კიევში არეულობა მოჰყვა

მაიდნის ორი წლისთავის აღნიშვნას კიევში არეულობა მოჰყვა. გვიან ღამით დამოუკიდებლობის მოედანზე ერთმანეთს მემარჯვენე სექტორის წევრები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

შეტაკება მაიდანზე კარვების გაშლამ გამოიწვია.

რადიკალმა აქტივისტებმა ერთ–ერთი სასტუმროს შენობაც დაიკავეს. რამდენიმე საათით ადრე კი დემონსტრანტების ნაწილმა კიევში რუსული ბანკების ფილიალები და ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის ოფისი დაარბიეს.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის გამზირზე, პროექტ “ახალი ტფილისი”-ს ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება
შემდეგი სტატია,,რუსეთი კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა”