მაია სტეფნაძე “იმედიდან” ფეისბუქ პოსტის გამო გაუშვეს

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სხვა რაკურსის” ყოფილი პროდიუსერი, “ფეისბუქის” საკუთრ გვერდზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მაია სტეფნაძე წერს, რომ ის სამსახურიდან ფეისბუქ პოსტის გამო გაუშვეს. სტეფნაძის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ.

“ტელეკომპანია ,,იმედის,, დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა.
მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ!
თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ ,,ფეისბუქზე,, დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ!! თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!! თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის. თავიც კი არ შეიწუხეთ!
ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე ,რაც ,,ფეისბუქზე ,,პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა ,,იმედის,, დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო… ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე.
,,იმედის,, ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ მე სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს…
არ გამოგივათ!!!
გარეთ 21-ე საუკუნეა!!!
ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს…ოღონდ დროებით… სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა.
მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი ..არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მითუმეტეს გაუვიდეს..” – წერს მაია სტეფნაძე

banner
წინა სტატიაშივადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მეგობარი ვარ, თუმცა ეს მომენტი არ უკავშირდება ჩემს პოზიციას
შემდეგი სტატიატერეზა მეიმ თავდაცვის მინისტრი დაითხოვა