21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

მაია სანდუ: რუსეთის ომი სახიფათოდ აღწევს მოლდოვამდე

რუსეთის ომი სახიფათოდ აღწევს მოლდოვამდე, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

ქვეყნის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მოლდოვის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა დაარღვიეს, რომელთა ნაწილიც ოფიციალური კიშინეუს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფეთქდა.

„მოსკოვი მთელ ევროპაში სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს და ის უნდა შეჩერდეს“ – აღნიშნა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა. ერთ-ერთი სამიზნე უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთით მდებარე ხიდი იყო.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 94 პირს ბრალდება წარუდგინა