14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მაია სანდუ: პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენა მკაცრად უნდა აღიკვეთოს – სწორედ ასე დაიწყო ფაშისტური რეჟიმი

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, პოლიტიკოსებისა და პარლამენტის წევრების მხრიდან სიძულვილის ენა „მკაცრად უნდა იქნეს აღკვეთილი“.

სანდუ აღნიშნავს, რომ თუ ინტერნეტში აგრესიული რიტორიკა არ შეჩერდება, ის სოციალურ მედიას გასცდება და რეალურ ძალადობაში გადაიზარდოს. მისი თქმით, სიძულვილის ენა მიმართულია როგორც თანამდებობის პირების, ისე რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„უნდა შევჩერდეთ და გავიაზროთ ონლაინსიძულვილის ენის შედეგები. პასუხისმგებლობა უნდა მოვითხოვოთ იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ, რადგან სწორედ ასე დაიწყო ფაშისტური რეჟიმი. მაპატიეთ ასეთი დრამატული შედარებისთვის, მაგრამ ეს ცნობილი ტრაგედია სწორედ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული სიძულვილის ენით დაიწყო“, — განაცხადა სანდუმ.

ცნობისთვის, 28 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დისკრიმინაციის (მათ შორის გენდერული ნიშნით) პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიაგიგა ავალიანის დედა: 28 წლის მანძილზე მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა, მოვითხოვ რეალურ მტკიცებულებას