მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მიმართ, მოსკოვის მახლობლად გუშინ საღამოს მომხდარი საშინელი ტერაქტის გამო. ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის!“ – წერს მაია სანდუ.