მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცესის გაამარტივებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მობილიზაციის ინსტრუმენტად აფასებს.
„ალბათ, მეტი ადამიანი სჭირდებათ უკრაინაში ომში გასაგზავნად“, – აღნიშნა სანდუმ.
მისი თქმით, ეს რუსეთის ერთ-ერთი ტაქტიკაა, რათა მოლდოვას დნესტრისპირეთის რეინტეგრაციის მცდელობის გამო დაემუქროს.
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეგიონის მოსახლეობის უმეტესობამ მოლდოვას მოქალაქეობა მიიღო, რადგან თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობის ფლობით და არა რუსეთის მოქალაქეობით“, – აღნიშნა სანდუმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი გაამარტივა. პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც მოლდოვას რეგიონის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს რუსეთის მოქალაქეობა რუსეთში ცხოვრების ან რუსულად საუბრის გარ

















