მაია რჩეულიშვილს შესაძლოა დღეს სასამართლომ ქონება ჩამოართვას

მაია რჩეულიშვილს შესაძლოა დღეს სასამართლომ ქონება ჩამოართვას. საქმე ეხება ცენტრ-პოინტის საქმეზე გირაოს სახით შეფარდებულ 250 ათას ლარს.

პროკურატურის განმარტებით გირაოში ყოფნის პერიოდში მან კვლავ განაგრძო მენაშენეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლება, რა ეპიზოდზეც მას ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ შეეფარდა.

დაცვის მხარე კი ამ ფაქტს, წინასწარი 9 თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის მოახლოებას უკავშირებს.

დღეს საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის პროცესამდე ჩანიშნულია ე.წ. ბათუმის მაგნოლიის საქმის განხილვაც, რომლის გადადებასაც მოითხოვს დაცვის მხარე, იმისათვის, რომ მიეცეთ საშუალება დაესწრონ ცენტრს პოინტის პროცესს სადაც უნდა გადაწყდეს ქონების ჩამორთმევის საკითხი.

banner
წინა სტატიაში53 წლის მამაკაცი 40 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე იწყება