მაია რჩეულიშვილს ოპერაციისთვის ამზადებენ

მაია რჩეულიშვილს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს- ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, ადვოკატები დღევანდელი პროცესის გადადებას ითხოვენ. ცუცქირიძის თქმით, ის სასამართლოს წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ მაია რჩეულიშვილის სტაციონარიდან გამოყვანა მიზანშეწონილი არაა და მიმდინარეობს მისი ოპერაციისთვის მომზადება.

“ასევე მოვიტანე მაია რჩეულიშვილის ახალი შუამდგომლობა, სადაც ის ითხოვს, რომ მის გარეშე სასამართლო პროცესები არ ჩატარდეს”, – განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.რაც შეეხება პროცესების საავადმყოფოში ჩატარებას, როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა აღნიშნა, კლინიკაში პროკურატურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და თავად ნახეს, შესაძლებელია თუ არა იქ პროცესების ჩატარება. “მე ვფიქრობ, პროკურორები აღარ დააყენებენ პროცესის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას, რადგან თვითონ იყვნენ მაია რჩეულიშვილთან და ნახეს, რა ვითარებაა, როგორ პალატაში წევს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ასეთი შუამდგომლობის დაყენება აღარ მოხდება”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

პროკურორები ”ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. “ბათუმის მაგნოლიას” ეპიზოდზე დღევანდელი სასამართლო განხილვის გაგრძელებას საავადმყოფოში ითხოვენ. როგორც პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულმა მაია რჩეულიშვილმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში, ბრალდების მხარემ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, რომ გაერკვია, რამდენად შესაძლებელია პროცესების სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება ჭიათურის მაღაროში – დაშავდა 2 მუშა
შემდეგი სტატიაპროკურორი: უგულავას პოზიციით დადასტურდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა