მაია რჩეულიშვილს და მის შვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

მაია რჩეულიშვილის და მისი შვილის გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ, სასამართლომ მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ დონბასში ომის დასრულების ვადა დაასახელა
შემდეგი სტატიააფხაზეთში, რეფერნდუმზე 1628 ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი პიზიცია