„მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო“ – „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს დღეს საავადმყოფოში გადაიყვანენ

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს დღეს, ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ადვოკატ მარინა ცუცქირიძის თქმით, რჩეულიშვილს პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა, თუმცა მას სამოქალაქო საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანენ.

„მედპერსონალმა და ციხის ადმინისტრაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა ის, რომ მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო, რაც მის მდგომარეობაში და ასაკში არაა ნორმალური. ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის პასუხები ჩვენთვის არაა ცნობილი. შეგვატყობინეს, რომ ციხის საავადმყოფოში არაა საკმარისი საშუალებები გამოკვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა და სრული გამოკვლევის იქ ჩატარება”, – განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

მაია რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდშია ბრალდებული. ის სასამართლო სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესაც არის ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე ბრალდებული ირაკლი მინდელი დაიკითხება.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩის მოადილე: დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი