მაია რჩეულიშვილის საკანში დაბრუნება, მდგომარეობას უფრო გააუარესებს – ადვოკატი

კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე დღეს სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას წარადგენს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი საკანში დაბრუნება, მდგომარეობას უფრო გააუარესებს.

„ყველა გამოკვლევა ცალსახად ადასტურებს, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება და იმ პატარა საკანში მოთავსება, რომელიც არც ნიავდება და არანაირი პირობები არ არის, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად უფრო გააუარესებს. თუ სასამართლოც და პროკურატურაც კეთილგონიერი იქნება, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს“, – აცხადებს მარიამ ცუცქირიძე.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს ე.წ. ბათუმის მაგნოლიას საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ექვსი თვის წინ შეუფარდა.

მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ერთი კვირის წინ განსაკუთრებით დამძიმდა, რის შემდეგაც მას ჩაფიძის გულის ცენტრში მკურნალობენ.

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროებისა და ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიამე რომ თქვენს ადგილას ვიყო, თავად დავასახელებდი თავმჯდომარის კანდიდატურას-კახიძე სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს