მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დაკავებულთა დაცვამ სხდომაზე მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა და დარბაზში მაია რჩეულიშვილის წერილი წაიკითხა, რომელიც უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და აღარ დაესწრება არცერთ სხდომას. დღეს განიხილება ბათუმის მაგნოლიის კომპლექსის საქმე.

სასამართლომ წინა სხდომაზე ბრალდებულები ირაკლი მინდელი, მაია და გურამ რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები ჰაერიდან გრძელდება- თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი
შემდეგი სტატიაექსკლუზიური ფოტო სოხუმში, ტელევიზიის შენობსათან მომხდარი აფეთქებიდან