(video) მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

maiaთბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ საზმეზე ოთხივე ბრალდებულს მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, სალომე ჩარკვიანსა და ირაკლი მინდელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე აღნიშნულ პირთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც თანხების მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.

 

https://youtu.be/b8w7MmuH8BY

banner
წინა სტატიაშიშაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვს) ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ლიდერი არ არსებობს