მაია ფანჯიკიძე: ჩვენი პარტია არჩევნებზე გასვლას დამოუკიდებლად აპირებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი მაია ფანჯიკიძე, PrimeTimeNews-სთან გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანება განიხილება.

მაია ფანჯიკიძე: „ამის თაობაზე უკვე გაკეთდა კომენტარი. არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა, არც იქნება. ეს განხილვის დონეზეც არ არის. ჩვენი პარტია არჩევნებზე გასვლას დამოუკიდებლად აპირებს. ჩვენ ეს უკვე განვაცხადეთ 2014 წლის ნოემბერში, როდესაც გამოვედით კოალიციიდან და არაფერი არ შეცვილა“

PrimeTimeNews

banner
წინა სტატიაში“კავკასუს ონლაინის” აქტივებს კომპანია “მაგთიკომი” იყიდის
შემდეგი სტატიაკრამერი: რუსეთმა ჯავრი შეიძლება საქართველოზე იყაროს