მაია ფანჯიკიძე უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ივნისისთვის ელოდება

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, დარჩენილ პროცედურებს “საქართველოს გამოცდად” აფასებს.

მისი განმარტებით, პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 4 თვე რჩება, რა დროსაც ქვეყანა ევროპის დაკვირვების ობიექტად რჩება.

„სამი-ოთხი თვე დასჭირდება იმას, რომ ყველა პროცედურა გავლილი იყოს ევროკავშირშიც და წევრ ქვეყნებშიც. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ვფიქრობ, რომ ივნისისთვის მაინც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ წასვლა უნდა შეეძლოთ. ევროკავშირი დააკვირდება ყველაფერს, რაც აქამდე გაკეთდა და როგორ გაგრძელდება ის, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს,“ – განცხადა მაია ფანჯიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას ევროკავშირის ქვეყნებში
შემდეგი სტატიაპატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს საქართველოსა და მსოფლიოს დამშვიდება შეავედრა