მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ის პროცედურები, რომლებიც ასეთი უკანონო დაკავებების დროს ხდება, მომდევნო 2 დღის განმავლობაშია დაგეგმილი. გვიან ღამით მინისტრი ხურვალეთში, გატაცებულის ოჯახში იმყოფებოდა და მათ ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ბოლო ინფორმაცია გააცნო.

სამი შვილის დედა რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან შაბათს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით დააკავეს და მას ე.წ. სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“როდესაც კითხვებზე პასუხები არ აქვთ, იოლია ვინმეს დააბრალო პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა” – პასუხი კობახიძეს
შემდეგი სტატიაციხის კადრებზე ავთენტურობის დადასტურებას უნდა დავლოდებოდით ? – მიხელ ბენიძე უმრავლესობას