მაია ნიკოლაიშვილი პროკურატურის მიერ ბინის პირველად დათვალიერების ოქმს არ გასცნობია

არის თუ არა ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს მესამე პირის სისხლი აღმოჩენილი, ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლაიშვილს ინფორმაცია არ გააჩნია.
ნიკოლაიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ბიძინა კუჭავას ოჯახის თხოვნით ახორციელებს, აღნიშნა, რომ გარკვეული წარმოდგენა მას შეექმნება მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილს დაათვალიერებს.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე მოხდა თუ არა მკვლელობა ბინის მისაღებ ოთახში და იქნა თუ არა გვამი გადატანილი აბაზანაში, მაია ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ არც ამაზე აქვს ინფორმაცია, რადგან პროკურატურის მიერ ბინის პირველად დათვალიერების ოქმს არ გასცნობია.
მაია ნიკოლაიშვილი ამ დროისთვის გამომძიებელთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად იმ ბინის დათვალიერებას ესწრება, რომელშიც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის #24-ე კორპუსში ქირია მისმა ნათესავმა, “საქართველოს ხმის” დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ მოკლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბინაში გარდა მისაღები ოთახისა და სააბაზანოსი, კიდევ ერთ ადგილზეა სისხლის კვალი აღმოჩენილი, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია ვის ეკუთვნის. გამოძიების ინფორმაციით, კუჭავამ ქირია იარაღით მოკლა და შემდეგ ე.წ. ბარგალით მოკლულის სხეულის დანაწევრებას შეეცადა.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიაში 50 ათასი დოლარის სპერმა მოიპარეს
შემდეგი სტატიაინდოეთში განდის სტატუეტზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია ეწერა