4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

მაია კოპალეიშვილი: “ოცნების” მიზანი პოლიტიკური პარტიების გაქრობა და ერთპარტიული მმართველობის დამყარებაა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მაია კოპალეიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სასამართლო პროცესზე ახალი არგუმენტაცია არ წარუდგენია.

კოპალეიშვილის შეფასებით, წარმოდგენილი სარჩელი დაუსაბუთებელია და მისი რეალური ამოცანა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებაა.

„პარტია „ახალს“ ედავებიან იმაში, თუ რატომ მიიღო მონაწილეობა ალიანსის ჩამოყალიბებაში, ძალიან აბსურდული საკითხია… ამაზე ჩვენ პასუხს უკვე ჩვენს ახსნა-განმარტებაში წარმოვადგენთ და გავაბათილებთ „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად ყველა არგუმენტს… მისი მიზანი არის არა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, არამედ პოლიტიკური პარტიების გაქრობა პოლიტიკური ველიდან და ერთპარტიული მმართველობის დამყარება“, — აღნიშნა კოპალეიშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ ოპოზიციური მხარე საკუთარ პოზიციას ახსნა-განმარტებების ეტაპზე დეტალურად წარადგენს და მმართველი გუნდის არგუმენტებს გააბათილებს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გორდულაძე: ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოიტყუა, თითქოს საგამოძიებო კომისიას მასალები არ გაუგზავნია
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა