მაია კოპალეიშვილი: ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა წარვადგინე, ჩემი პოზიცია მყარია

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
კოპალეიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრაში მხარს ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას დაუჭერს.
“ჩემი პოზიცია ცნობილია, წარვადგინე ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, შედეგს კენჭისყრა აჩვენებს. ჩემი პოზიცია არის მყარი და მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი პოზიცია ემყარება საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს წარსულში მომხდარი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გააზრებულ ანალიზს და ეს პოზიცია დავაფიქსირე, რომელი კანდიდატურაც წარვადგინე იმის მიხედვით. მე, თავმჯდომარეს არ განვიხილავ როგორც განსაკუთრებულ პერსონას. მას ევალება მენეჯერული ფუნქციების განხორციელება და ბუნებრივია, თავმჯდომარემ ხელი უნდა შეუწყოს სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას”, – თქვა მაია კოპალეიშვილმა.
ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა სამმა მოსამართლემ – მაია კოპალეიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თავად ირინა იმერლიშვილმა წარადგინეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში გადატრიალების საქმეზე 40 ჯარისკაცი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე: მეორე ტური იქნება იმისა, რომ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ვინ ვართ ჩვენ