4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

მაია კოპალეიშვილი: არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვასთან დაკავშირებით, “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვთ.

კოპალეიშვილის თქმით, წინა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ სასამართლო ყოველთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს პარტიების აკრძალვის გაცხადებული პოლიტიკური ინტერესი აქვს, რაც ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ღიადაც დააანონსა. მისი განმარტებით, დასახელებულ პოლიტიკურ პარტიებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: არც ერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი, თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს
შემდეგი სტატიაქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა