მაია კალანდია: გახარიას ფრაქციამ და ენმს წევრმა, დათო ფიფიამ წოწერიას ,,გაუპრავეს” წინასაარჩევნოდ, არამიზნობრივად დახარჯული თანხები

“ზუგდიდის მერიამ, საკრებულოში შემოიტანა, 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება, ჯამში 17 მილიონის ჩასაზუსტებელი თანხის საკითხი.
მერიის შესაბამის სამსახურებს არ ჰქონდათ პასუხი, აღნიშნული თანხების გახარჯვა-ათვისებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვაზე, სადაც იკვეთებოდა კორუფციული სქემები, უკანონო ფინანსური ქმედებები და თანხის უკანონო ხარჯვები.
17 მილიონის ჩაზუსტების საკითხის მხარდაჭერას, გახარიას ფრაქციამ და ენმს წევრმა, დათო ფიფიამ მისცეს ხმა და ამით წოწერიას ,,გაუპრავეს” წინასაარჩევნოდ, არამიზნობრივად დახარჯული თანხები.
მერიის მიერ წარმოდგენილი, დასაზუსტებელი თანხის განმარტებები, ტენდერების დოკუმენტაციის ანალიზი, რამდენიმე მილიონიან ტენდერების ხელშეკრულებებში შეტანილი უკანონო ცვლილებები, იძლევა პასუხს იმაზე, როგორ მუშაობს ქოცების ხელისუფლება.
ვწუხვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა, არალეგიტიმური არჩევნებისთვის უკანონოდ გახარჯული თანხის გაპრავებას დაუჭირეს მხარი,-აცხადებს ფრაქცია “ახალი” თავმჯდომარე მაია კალანდია

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი მამალაძე: დღეს, როცა სარკეში მიწევს ჩახედვა, ეტლში მჯდომ პარალიზებულ, აღარც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცს ვუყურებ, რომელიც პრინციპში აღარც ჰგავს ჩემს თავს
შემდეგი სტატიაCNN – უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა